
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
Advanta Consulting 2022 წელს დაფუძნდა და სულ მცირე დროში საქართველოში ვენტილირებადი ფასადების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და წამყვან მომწოდებლად იქცა.
ჩვენი მისია
ჩვენ ვაერთიანებთ არქიტექტურულ ხედვას, ტექნიკურ სიზუსტეს და ინოვაციურ საინჟინრო მეთოდებს და შესაბამისად წარმოვადგენთ ენერგოეფექტურ თანამედროვე საფასადე მასალებს, რომლებიც გამორჩეულია მაღალი ხარისხით, ესთეტიკით და ფუნქციონალით.
ჩვენი მისიაა საქართველოში შემოვიტანოთ ინოვაციური, ენერგოეფექტური და მაღალი ხარისხის ფასადის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჰარმონიულად აერთიანებს არქიტექტურას, ტექნოლოგიას, ფუნქციონალურობასა და ესთეტიკას.
0K+
მ² მიწოდებული ფასადი
0+
მთავარი პროექტი
2022+
დაარსდა
ჩვენი ისტორია
ქართული საფასადე კომპანია საერთაშორისო ასპარეზზე.
Advanta Consulting, რომელიც 2022 წელს დაფუძნდა, სულ მცირე დროში იქცა საქართველოში ვენტილირებადი ფასადების მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან და წამყვან მოთამაშედ. კომპანიის მთავარი მისიაა — გაზარდოს ცნობადობა თანამედროვე ფასადების მიმართულებით და მომხმარებლებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, ინოვაციური და მდგრადი სისტემური გადაწყვეტები. გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტი არა მხოლოდ ტექნიკურად გამართული იყოს, არამედ პასუხობდეს თანამედროვე არქიტექტურულ სტანდარტებსა და მომხმარებლის საჭიროებებს.
Advanta Consulting აქტიურად მუშაობს როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და საზოგადოებრივ დანიშნულების ობიექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ენერგოეფექტურობას, არქიტექტურულ ესთეტიკას და საფასადე მასალების სწორ შერჩევას, რაც შენობებს სძენს როგორც გამძლეობას, რომელიც უზრუნველყოფილია ათწლეულების განმავლობაში, ისე უნიკალურ და მდგრად ვიზუალს.
ღირებულებები
ხარისხი
წარმოდგენილი თანამედროვე საფასადე მასალები მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზეა მორგებული.
პარტნიორობა
ვთანამშრომლობთ ევროპელ მომწოდებლებთან და ვპარტნიორობთ არქიტექტორებთან, დეველოპერებთან და კონტრაქტორებთან.
ეფექტურობა
ვახორციელებთ პროექტების ოპტიმიზაციას ხარჯების შემცირებისათვის.
ჩვენი გუნდი
ადვანტა კონსალთინგის გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომლებიც ფასადების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევიან.

თამარ ტყაბლაძე
აღმასრულებელი დირექტორი

ანა სილაგაძე
პროექტების კოორდინატორი

მარიამ გედევანიშვილი
ბრენდ მენეჯერი

მარიამ ტყაბლაძე
მარკეტინგის მენეჯერი

ქეთევან ფოლადაშვილი
ბრენდ მენეჯერი
პარტნიორები